-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კერესელიძე თამაზ მიხეილის ძე (24.V.1946, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). იყო თსუ-ის ასპირანტი (1972–1975). მივლინებულ იქნა მოსკოვის კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში ასპირანტურის კურსის გასავლელად. მისი ხელმძღვ. იყო ცნობილი საბჭ. მეცნიერი ო. ფირსოვი. კ. თ.-მ წარმატებით დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე: "ზოგიერთი ორატომიანი კვაზიმოლეკულების ენეგეტიკული თერმების ყოფაქცევის გამოკვლევა", კურჩატოვის ინ-ტში (1977). მუშაობას იწყებს თსუ-ის ატომურ-მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიაში (1975). იყო ლაბორანტი; მეცნიერ-თანამშრომელი; წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თსუ-ში თემაზე: "მოლეკულური ორბიტალების კორელაცია ორატომიან და სამატომიან კვაზიმოლეეკულებში ნელი ატომური დაჯახებისას" (1994). არის ასამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. ჟურნალებში. მათ შორის: „Correlation of the diabatic molecular orbitales in diatomic quasimolecules“ (Journal of physics B: Atomic and Molecular Physics, 1987, v. 20, p. 1891); „Formation of hydrogen in the early universe: quasi-molecular mechanism“ (of recombination Monthly Notices of the Royal Astronomical Society (MNRAS), 2019, v. 488, p.2093); „Druett Electron-proton radiative recombination in the solar wind“ (Physical Review D, N 112). მიღემული აქვს მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია, უნ-ტის სამეცნ. პრემია; არის ჯავახიშვილის სახ. ფორუმში გამარჯვებული. ამჟამად კ. თ. არის ზუსტ და საბუნებისმეტყველი მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი; ატომის და ატომბირთვის ფიზიკის კათედრის ხელმძღ.
თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კერესელიძე, თ. (2018). ატომური ნაწილაკების დაჯახების თეორიის საფუძვლები: სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941136924.